Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

სალომე ზურაბიშვილმა კვლავ დასვა ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრების საკითხი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია მსჯელობის დაწყება ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრებაზე. პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საახალწლო მიმართვისას მის მიერ გამოთქმულმა ინიციატივამ ვნებათაღელვა გამოიწვია სიტყვის თავისუფლებისთვის შესაძლო საფრთხის გამო. კარგად მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მაგალითად მოიყვანა საფრანგეთში ცილისწამების წინააღმდეგ მიღებული კანონი და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ შეიძლება ჰქონდეს მოსაზრება, ან მორალური ინიციატივა, რომლითაც მიმართავს მთავრობას, პარლამენტს და საზოგადოებას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებითვე, ცილისწამების წინააღმდეგ კანონის ტექსტი ბუნებრივია, არ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის დისკუსიებისთვის საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან.

Related news

Latest News
Hashtags:   

სალომე

 | 

ზურაბიშვილმა

 | 

კვლავ

 | 

დასვა

 | 

ცილისწამებისთვის

 | 

კანონის

 | 

გამკაცრების

 | 

საკითხი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources