Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

პრეზიდენტი ფრანგულ პენისიას დასჯერდება

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის სახელმწიფო ფონდი გაუქმებულია, თუმცა მალე შეიქმნება ფონდი კერძო საწყისებზე, რომელიც დაკავებული იქნება ქველმოქმედებითა და ნოვაციების ხელშეწყობით. „ასეთი ფონდი აუცილებელია, რადგანაც პრეზიენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი, ამიტომ გადავწყვიტეთ მოვძებნოთ შესაბამისი იურიდიული ფორმა. ფონდი იმოქმედებს ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით. იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან ამ წამოწყებაში. ვაპირებ,ჩემი ყოველთვიური ხელფასი გადავრიცხო ამ ფონდში, რადგანაც მე უკვე ვიღებ საფრანგეთის დაგროვებით პენსიას, რომელიც სავსებით მყოფნის. ასე რომ, შემიძლია ჩემი როგორც პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საჭიროებებს, რასაც ჩავთლით მნიშვნელოვნად ქველმოქმედებისთვის. ფონდი იქნება სრულად გამჭივრვალე, რათა ერთად გადავწყვიტოთ რა არის მნივშნელოვანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 13 ათასი ლარია. საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა, ვიდრე არსებობას შეწყვეტდა, დააფინანსა შემდეგი გამოცემებები: მიმოზა ცანავას ერთტომუეული, გურამ დოჩანაშვილის მესამე ტომი და ჟურნალ „ხიდის“ ექვსი თვის გამოცემა. ასევე შეიძინა მუსიკალური ინსტრუმენტი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსისათვის.

Related news

Latest News
Hashtags:   

პრეზიდენტი

 | 

ფრანგულ

 | 

პენისიას

 | 

დასჯერდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources