Saturday 19 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

დონალდ ტრამპი: ჩინეთი უფრო ღირსეულად იქცევა ვიდრე დემოკრატები

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფებოდა ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში, რომელიც მექსიკას ესაზღვრება. აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ინფორმაციით, მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ყველაზე ხშირად ცდილობენ საზღვრის ამ მონაკვეთზე. პრეზიდენტ ტრამპის მიზანი იყო შემოწმება, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის აღსაკვეთად. 10 იანვარს, დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და ამ გზით, კონგრესის თანხმობის გარეშე მიაღწიოს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ისევ გააკრიტიკა კონგრესში დემოკრატების ლიდერები და განაცხადა, რომ მათთან შეთანხმება უფრო რთულია, ვიდრე ჩინელებთან. ტრამპის შეფასებით, ჩინეთი უფრო ღირსეულად იქცევა, ვიდრე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატების უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი. აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს სთავაზობენ 1,3 მილიარდი დოლარით დაფინანსდეს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომები. მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის მშენებლობის ხარჯებს მექსიკა დაფარავდა. ეს დაპირება პრეზიდენტს არაერთხელ შეახსენეს დემოკრატების ლიდერებმა. სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მექსიკა ვერ აიძულა ფული გადაეხადა არაეფექტური და უსარგებლო კედლისთვის, ვერც ამერიკელი ხალხი და კონგრესი დაარწმუნა და სწორედ ამას მოჰყვა ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება. პრეზიდენტის და დემოკრატი კანონმდებლების უთანხმოების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებები 22 დეკემბრიდან იმყოფებიან „შატდაუნის“ მდგომარეობაში. 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.

Related news

Latest News
Hashtags:   

დონალდ

 | 

ტრამპი

 | 

ჩინეთი

 | 

ღირსეულად

 | 

იქცევა

 | 

ვიდრე

 | 

დემოკრატები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources