Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

ჩეხეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

ჩეხეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (BIS) უარყო ჩეხეთის პრეზიდენტის ბრალდება, თითქოს უწყება მას აძლევდეს „არასწორ“ მონაცემებს ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ. 6 დეკემბერს მილოშ ზემანმა ეჭვი შეიტანა BIS-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ასკვნის, რომ მოსკოვმა და პეკინმა გააქტიურეს ჯაშუშური საქმიანობა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ზემანმა აღნიშნა, რომ მას არ მიუღია ჯაშუშების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, ხოლო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის მუშაობას უწოდა არადამაკმაყოფილებელი. ჩეხეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხალ კოუდელკამ პრეზიდენტ ზემანის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ უწყება „არასოდეს არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც ხუთი წლის განმავლობაში , როდესაც გამოავლინეს და ქვეყნის ტერიტორია „უხმაუროდ“ დაატოვებინეს ათობით რუს და ჩინელ მზვერავს. სამ დეკემებრს გამოქვეყნებულ BIS-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინელი და რუსი ჯაშუშები მათი საელჩოების საფარქვეშ მოქმედებენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჩეხეთის

 | 

პრეზიდენტმა

 | 

გააკრიტიკა

 | 

უსაფრთხოების

 | 

სამსახურის

 | 

ანგარიში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources