Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ორი ჰუმანიტარული ორგანიზაცია იძულებულია შეწყვიტოს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენა

ჰუმანიტარული ორგანიზაციები „ექიმები უსაზღვრებოდ“ და „SOS-ხმელთაშუა ზღვა“ აცხადებენ, რომ მათი გემი იძულებულია შეწყვიტოს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენა ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გამო. „ექიმები უსაზღვრებოდ“ იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს ადანაშაულებს ხომალდ „აკვარიუსის“ მიმართ ცილისწამებასა და მისი მუშაობისათვის ხელის შეშლაში. 2016 წლის თებერვლის შემდეგ აქტივისტებს „აკვარიუსით“ ჰყავთ გადარჩენილი 30 ათასამდე მიგრანტი ლიბიას, იტალიასა და მალტას შორის საერთაშორისო წყლებში. 2018 წლის ივლისში „აკვარიუსი“ მოექცა ევროპაში მიგრანტების გარშემო პოლიტიკური და დიპლომატიური კრიზისის ცენტრში, როცა იტალიამ თავისი ნავსადგურები ჩაუკეტა ხომალდს, რის გამოც მასზე მყოფი 630-მდე ადამიანი ხმელეთზე ვერ გადადიოდა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმები უსაზღვრებოდ  აკრიტიკებს მიგრაციის საკითხში ევროკავშირის პოლიტიკას და ნავსადგურების ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც, მისი შეფასებით, არღვევს საერთაშორისო სამართალსა და ჰუმანიტარულ პრინციპებს. ოქტომბრიდან „აკვარიუსი“ საფრანგეთის ქალაქ მარსელის ნავსადგურში დგას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჰუმანიტარული

 | 

ორგანიზაცია

 | 

იძულებულია

 | 

შეწყვიტოს

 | 

ხმელთაშუა

 | 

ზღვაში

 | 

მიგრანტების

 | 

გადარჩენა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources