Wednesday 19 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 12 days ago

კამერუნის მოქალაქეზე თავდასხმა რუსთავში რასობრივ დისკრიმინაციად დაკვალიფიცირდა

კამერუნელ ჯორჯ უემსს 28 ნოემბერს რუსთავის N17 შიდასაქალაქო მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსში სცემეს. ჯორჯის განმარტებით, სამარშრუტო ტაქსში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, კანის ფერის გამო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. ჯორჯ უემსს სამართლებრივად  არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცადა და  საქმისათვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვდა.   გამოძიების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 142 პრიმა მუხლით (რასობრივი დისკრიმინაცია)[2] გადაკვალიფიცირდა. გამოძიება გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ამ თემაზე გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.​

Related news

Latest News
Hashtags:   

კამერუნის

 | 

მოქალაქეზე

 | 

თავდასხმა

 | 

რუსთავში

 | 

რასობრივ

 | 

დისკრიმინაციად

 | 

დაკვალიფიცირდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources