Wednesday 19 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 12 days ago

თამბაქოს საწარმოს „ხელოვნურად შეჩერების“ გამო, „ომეგა ჯგუფი“ შემოსავლების სამსახურს უჩივის

კომპანია „ომეგა ჯგუფი“ ამტკიცებს, რომ თამბაქოს საწარმოს ხელოვნურად აფერხებენ და აქციზურ მარკებს არ აწვდიან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი კომპანია “სიქპა” - „ომეგა“ სასამართლოში ჩივის. პროცედურულად, მწარმოებელმა კომპანიამ უნდა განათავსოს შეკვეთა აქციზურ მარკებზე, რაც შემოსავლების სამსახურმა უნდა დაატასტუროს. შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“ კი მწარმოებელი კომპანიისთვის დადასტურებულ შეკვეთაზე შესაბამისი საგადასახადო ინვოისის გადაგზავნაზეა პასუხისმგებელი. როგორც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ლევან აღდგომელაშვილმა 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, 12 ნოემბერს განთავსებულ და დადასტურებულ შეკვეთაზე საჭირო ინვოისი 18 დღის განმავლობაში ვერ მიიღეს, რის გამოც თამაბაქოს საწარმომ მუშაობა შეაჩერა. აღდგომელაშვილის თქმით, 3, 5 და 6 დეკემბერს განთავსებული ოთხი შეკვეთიდან დღემდე, შემოსავლების სამსახურს არც ერთი შეკვეთა არ დაუდასტურებია, რის გამოც წარმოება კიდევ ერთხელ გაჩერდა: „სასამართლოსგან მოვითხოვთ, შეწყდეს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებები, დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო საქმიანობა“. ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის დასჯას ცდილობს, რადგან ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა და უდანაშაულო ადამიანებისთვის დანაშაული დაებრალებინა. 2017 წლის მაისის შემდეგ, „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს საწარმო, სადაც 1 500 ადამიანია დასაქმებული, მეოთხედ გაჩერდა. რადიო თავისუფლება შეეცადა შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. „სიქპაში“ კი ამბობენ, რომ კომპანიის დირექტორი საზღვარგარეთ არის და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

თამბაქოს

 | 

საწარმოს

 | 

„ხელოვნურად

 | 

შეჩერების“

 | 

„ომეგა

 | 

ჯგუფი“

 | 

შემოსავლების

 | 

სამსახურს

 | 

უჩივის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources