Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

სახალხო დამცველი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას  დაშავდა 17 და გარდაიცვალა 35 ადამიანი

კვლავ ძალიან მძიმეა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობის შესრულებისას  დაშავდა 17 და გარდაიცვალა 35 ადამიანი - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. ომბუდსმენის თქმით, მისასალმებელი იყო შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონი, რომელსაც არაერთი ხარვეზი ჰქონდა, საშემოდგომო სესიაზე კი დამატებითი ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელმაც უნდა დაარეგულიროს და ეფექტიანი გახადოს შრომის ინსპექცია. თავის გამოსვლაში ომბუცმენი ასევე საუბრობს თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და მწვავე ინფრასტრუქტურულ  სიტუაციაზე: პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების განყოფილებაში, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები არ არიან უზრუნველყოფილი კვებით, ტრანსპორტირებით და არ აქვთ შრომის პროპორციული ანაზღაურება. ლომჯარია აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობები რჩება ყველაზე პრობლემატურ სფეროდ, ამიტომ, ის სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას ითხოვს. პარლამენტში არსებული კანონპროექტის მიუხედავად, ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებაზე მომართული კანონი ნინო ლომჯარიას თქმით ჯერ არ მიუღიათ.  

Related news

Latest News
Hashtags:   

სახალხო

 | 

დამცველი

 | 

შრომითი

 | 

მოვალეობის

 | 

შესრულებისას

 | 

 დაშავდა

 | 

გარდაიცვალა

 | 

ადამიანი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources