Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ქუთაისში აღმოჩენილი მღვიმე, შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. 6 დეკემბერს, მღვიმე, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია: „80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, -  აცხადებს ვალერი ბარბაქაძე. მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა,  ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი“. სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩეილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ქუთაისში

 | 

აღმოჩენილი

 | 

მღვიმე

 | 

შესაძლოა

 | 

ათასი

 | 

წინანდელი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources