Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

აშშ: რუსეთმა უნდა გააუქმოს ან შეცვალოს ნოვატორის სარაკეტო სისტემა

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა უნდა გააუქმოს ნოვატორ-9M729 სარაკეტო სისტემა და გამშვებები, ან შეამციროს მათი რადიუსი, საიმისოდ რომ აშშ არ გავიდეს ცივი ომის პერიოდში გაფორმებული, საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებიდან (INF). იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ამდრეა ტომპსონმა 6 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ სისტემის რადიუსი არ შეესაბამება 1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. მისი თქმით, მოსკოვმა უნდა გააუქმოს სისტემა, გააუქმოს გამშვები, ან სისტემა შეცვალოს, რათა ის არ აჭარბებდეს რადიუსს , საიმისოდ, რომ რუსეთი დაუბრუნდეს ხელშეკრულების პირობების სრულად და შემოწმებით დადასტურებულ შესრულებას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ აშშ დატოვებს ხელშეკრულებას და ილაპარაკა ცნობებზე რუსეთის მხრიდან მისი დარღვევის შესახებ, ისევე, როგორც შეშფოთებაზე, რომ ეს ორმხრივი ხელშეკრულება ვაშინგტონს შეზღუდვებს უწესებს, მაშინ, როცა ბირთვული შეიარაღების მქონე ის ქვეყნები, რომლებიც ხელმომწერები არ არიან - მაგალითად ჩინეთი - თავისუფალი რჩებიან რაკეტების განვითარების საქმეში. მოსკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის გარკვეული ელემენტები არღვევს ხელშეკრულებას, რასაც ვაშინგტონი უარყოფს.   

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთმა

 | 

გააუქმოს

 | 

შეცვალოს

 | 

ნოვატორის

 | 

სარაკეტო

 | 

სისტემა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources