Wednesday 19 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 12 days ago

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილში უკანა სავარძლები ამოიღეს

რამდენიმე დღეა „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ნაწილში ერთი უკანა სავარძელი ამოღებულია. რადიო თავისუფლებას კომპანიაში უთხრეს, რომ ეს ტექდათვალიერების ცენტრის მოთხოვნაა. როგორც „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია მიქიაშვილი გვეუბნება, ეს მოთხოვნა აიხსნება იმით, რომ მიკროავტობუსში „მეორე ავარიულიო გასასვლელიც უნდა არსებობდეს“. ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებით ხსნიან ამ გადაწყვეტილებას ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაშიც. თუმცა, ყველა სამარშრუტო ტაქსიში უკანა სავარძელი ჯერ ამოღებული არ არის. რომელ მანქანასაც როდის უწევს ტექდათვალიერების გავლა, სავარძლის ამოღების საკითხიც იმ მომენტისთვის დგება და ამ მითითებას მძღოლები ტექდათვალიერების ცენტრისგან იღებენ. თუმცა, ტრასნპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ურბანულ ლაბორატორიაში“ აცხადებენ, რომ ახალი წესის შესრულება მიკროავტობუსების მძღოლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ტექდათვალიერების ცენტრის მოთხოვნა ემთხვევა მძღოლების ინტერესს - ფეხზე დააყენონ რაც შეიძლება მეტი მგზავრი. „ურბანული ლაბორატორია მოუწოდებს „თბილისის მიკროავტობუსს“ მგზავრების უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაყვანად პასუხისმგებლობით მოეკიდოს უკანა სავარძლის დემონტაჟის მოთხოვნას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ყვითელი

 | 

მიკროავტობუსების

 | 

ნაწილში

 | 

უკანა

 | 

სავარძლები

 | 

ამოიღეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources