Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

საქართველოს ხელისუფლება თვითმმართველობის გაძლიერების პირობას დებს

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს გენერალური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი,“ რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გენერალური ფორუმი ეძღვნება საქართველოში საერობო(თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი გახდა, თუმცა, საკითხის კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. კობახიძის თქმით, საჭიროა დეცენტრალიზაციის სტარტეგია, რომელზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსის გადაცემა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა ჩართულობაა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სწორედ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას. ამავე ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი. ბახტაძის ინფორმაციით, წელს სრულდება დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირება და იწყება ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება და სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებa, რაც შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში. მამუკა ბახტაძის თქმით, აუცილებელია უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

ხელისუფლება

 | 

თვითმმართველობის

 | 

გაძლიერების

 | 

პირობას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources