Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

აშშ მხარს უჭერს კოსოვოს მიერ არმიის შექმნას, ამბობს, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება

აშშ-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს სურვილს შექმნას რეგულარული არმია, თუმცა შეეცადა ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეები დაემშვიდებინა და განაცხადა, რომ პროცესს ბევრი წელიწადი დასჭირდება. პრიშტინაში აშშ-ის ელჩი, ფილიპ კოსნეტი ამ განცხადებითთ გამოვიდა 6 დეკემბერს, ტელეკომპანია RTK-სთან საუბარში, რვა დღით ადრე იმ დღემდე, როცა კოსოვოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების ეროვნულ არმიად გარდაქმნას. აშშ-ის განცხადებებს რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გამოსვლა, რომ კოსოვოს გეგმა დროში არასწორად დაიგეგმა და ის ეწინააღმდეგება ბევრი ნატოელი მოკავშირის რჩევას. ბელგრადი და კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბები მწვავედ ეწინააღმდეგებიან კოსოვოს არმიის შექმნას - აცხადებენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ის გამოყენებულ იქნება ქვეყნის სერბი უმცირესობის წინააღმდეგ, რასაც პრიშტინა უარყოფს. კოსოვოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ბუნებრივია თავდაცვის შესაძლებლობის ქონა - განაცხადა კოსნეტმა და დასძინა - მეზობელ ქვეყნებში ზოგი კონცენტრირებულია გარკვეულ მოახლოებულ თარიღზე და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ კოსოვოს უსაფრთხოების ძალების შეიარაღებულ ძალებად გარდაქმნა უარყოფით შედეგეს მოახდენს უსაფრთხოებაზე . 

Related news

Latest News
Hashtags:   

მხარს

 | 

უჭერს

 | 

კოსოვოს

 | 

არმიის

 | 

შექმნას

 | 

ამბობს

 | 

პროცესი

 | 

ხანგრძლივი

 | 

იქნება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources