Wednesday 19 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 12 days ago

ომბუდსმენი: წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენებით მიმდინარეობდა

სახალხო დამცველმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა. მისი თქმით, აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა გაერო-ს დეკლარაციისა და ეუთო-ს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები დაეცვა. „საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის თქმით, ისინი სწავლობენ  ყველა ამ საქმეს და მიადევნებენ თვალს თუ როგორ მიმდინარეობს მათი გამოძიება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. უახლოეს პერიოდში კი ამ ფაქტების შესახებ შეფასებას გააკეთებენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ომბუდსმენი

 | 

წინასაარჩევნო

 | 

პერიოდი

 | 

პოლარიზებისა

 | 

სიძულვილის

 | 

გამოყენებით

 | 

მიმდინარეობდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources