Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

უცხოელებისთვის საქართველოში მიწის საკუთრების უფლების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელის საფუძველზე. სადავოდ გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33-ე პუნქტის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მოსარჩელეები ვერ ახერხებდნენ მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ამავდროულად, მათ შეზღუდული აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის უფლებაც. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

Related news

Latest News
Hashtags:   

უცხოელებისთვის

 | 

საქართველოში

 | 

მიწის

 | 

საკუთრების

 | 

უფლების

 | 

შეჩერება

 | 

არაკონსტიტუციურად

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources