Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ალეკო ელისაშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა. „ყველა ხედავს, რომ ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ეს ძალები იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძრაობა არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, მომავალში გამორიცხული არ არის, რომ სწორედ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს. „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობას“ ფინანსური თანადგომა გაუწია ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდმა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ალეკო

 | 

ელისაშვილმა

 | 

ახალი

 | 

სამოქალაქო

 | 

მოძრაობა

 | 

შექმნა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources