Saturday 15 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ქალები ზურაბიშვილს მოუწოდებენ არ დანიშნოს დიმიტრი გაბუნია საპასუხისმგებლო თანამდებობაზე

ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოუწოდებენ არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას. „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად“, - ვკითხულობთ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებაში. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების წევრები მიიჩნევენ, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც „სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“. „საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“ - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ქალთა მოძრაობა, კავშირი საფარი, ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო, ქალთა ფონდი საქართველოში, ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ფონდი ტასო, ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად,, ახალგაზრდა ფემინისტები, თანასწორობის მოძრაობა, რეალური ხალხი, რეალური ხედვა,  სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი,  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), თანაზიარი,  განათლებისა და შრომის ასოციაცია, სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე, განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი,  Action Global Communications Georgia.

Related news

Latest News
Hashtags:   

ქალები

 | 

ზურაბიშვილს

 | 

მოუწოდებენ

 | 

დანიშნოს

 | 

დიმიტრი

 | 

გაბუნია

 | 

საპასუხისმგებლო

 | 

თანამდებობაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources