Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
info9 - 24 days ago

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო. ის ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად იმყოფებოდა. მაია ლაგვილავამ პირადად შეაფასა საჯარო სივრცეში სკრინინგის მიმდინარეობა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გაეცნო. ამ დრომდე ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველადად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჯანდაცვის

 | 

მინისტრის

 | 

მოადგილე

 | 

ბათუმის

 | 

იუსტიციის

 | 

სახლში

 | 

ჰეპატიტის

 | 

სკრინინგის

 | 

მიმდინარეობას

 | 

გაეცნო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources