Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 28 days ago

ზემო ფონიჭალის 23-ე კორსპუსის მცხოვრებლებს ბინებშიდან ნივთების გამოტანის უფლება მისცეს

 ზემო ფონიჭალაში, 23 კორპუსში  მცხოვრებლები პირველადი მოხმარების ნივთების გამოსატანად მეხანძრე-მაშველების თანხლებით შეუშვეს. როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა განუცხადა მედიას, საცხოვრებელ ბინებში ოჯახები სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით, რიგ-რიგობით შედიან, უსაფრთხოების ზომების დაცვით.  არჩილ ჩარგეიშვილის განმარტებით, ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად გადაწყდება, რა ზომების მიღება გახდება საჭირო კორპუსის რეაბილიტაციისთვის. აფეთქება ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში 15 ნოემბერს 11 საათზე მოხდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. კორპუსიდან ევაკუირებული 28 ოჯახი თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობამ დროებით, სასტუმროებში განათავსა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ფონიჭალის

 | 

კორსპუსის

 | 

მცხოვრებლებს

 | 

ბინებშიდან

 | 

ნივთების

 | 

გამოტანის

 | 

უფლება

 | 

მისცეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources