Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 25 days ago

სახალხო დამცველის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა არჩევნების დანიშვნა შაბათს, ან კვირას.  „ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ ძირითადად სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, თუმცა ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაცია და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა ხმის მისაცემად იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ამის საშუალება კი, შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ“ - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, რამდენადაც იცის, კანონი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შაბათ-კვირას დანიშნულიყო. „ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს. თუმცა უფრო მისასალმებელი იქნებოდა, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს დანიშნა. ეს დღე უქმედ გამოცხადდება. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას ღამის 12 საათამდე შეძლებენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

სახალხო

 | 

დამცველის

 | 

შეფასებით

 | 

უმჯობესი

 | 

იქნებოდა

 | 

არჩევნების

 | 

შაბათ

 | 

კვირას

 | 

დანიშვნა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources