Sunday 9 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

ალექსეი ნავალნის რუსეთიდან არ უშვებენ

რუსეთის ტერიტორიიდან გასვლა აუკრძალეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის. ის დღეს მიემგზავრებოდა სტარსბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ნავალნის სარჩელზე. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის დროს ჩამოართვეს პასპორტი შემოწმების სპეციალური ღონისძიებებისთვის, შემდეგ კი აცნობეს, რომ არსებობს წერილი, რომლის თანახმად, რუსეთიდან გასვლა აკრძალული აქვს. ნავალნის ცნობითვე, მიზეზი არ განუმარტეს. 15 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის სარჩელზე, რომელიც ეხება 2012-2014 წლებში მის დაკავების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში დამნაშავედ ცნობის ფაქტებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ალექსეი

 | 

ნავალნის

 | 

რუსეთიდან

 | 

უშვებენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources