Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

დასავლეთის ქვეყნები გმობენ სეპარატისტულ კენჭისყრას აღმოსავლეთ უკრაინაში

აშშ, საფრანგეთი და გერმანია გმობენ არჩევნებს, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩაატარეს და მას სიყალბესა და უკანონოს უწოდებენ. კიევი და მისი საერთაშორისო მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში 11 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრა კიდევ უფრო გაართულებს იმ კონფლიქტის დასრულებას, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. თუმცა, მოსკოვი აცხადებს, რომ არჩევნები, რომლითაც დონეცსკსა და ლუგანსკში სეპარატისტთა ლიდერები უნდა აერჩიათ, არ არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც ძალადობის დასრულებას ისახავს მიზნად. აშშ უერთდება ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს და გმობს 11 ნოემბერს ჩატარებულ ყალბ არჩევნებს რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჰეზერ ნაუერტი 12 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს უკანონო პროცესები წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას მოახდინოს დონბასში მისი მოთამაშეების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების  ინსტიტუციონალიზაცია. ეს ე.წ. არჩევნები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს - წერენ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის გასახსენებელ ღონისძიებებზე ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს.

Related news

Latest News
Hashtags:   

დასავლეთის

 | 

ქვეყნები

 | 

გმობენ

 | 

სეპარატისტულ

 | 

კენჭისყრას

 | 

აღმოსავლეთ

 | 

უკრაინაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources