Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ეკა გიგაური: გაუგებარია, რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს,თუმცა მისთვის გაუგებარია, რა პასუხისმგებლობას აკისრებს კანდიდატი არასამთავრობო სექტორს. “ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ჩემთვის პირადად, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის და ქალისთვის, რომლისთვისაც მუქარის შემცველი გზავნილების მიღება უცხო არ არის - მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სამართალდამცავებს კონკრეტული მუქარის გამოძიების თხოვნით მივმართე. გარდა ამისა ჩემზე თავდასხმებს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებიც ახორციელებდნენ და ასეთ გარემოში მუშაობა ნამდვილად რთულია. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ქალბატონ სალომეს რეაგირებას, როცა ხელისუფლებაში ვისაც არ დაეზარა, ყველამ შემოგვიტია და თან სრულიად უსაფუძვლოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა, შეხვდეს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, მათ შორის ქალბატონ სალომეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ მას დეტალურად და დავიცვათ მისი უფლებები.“-უთხრა ეკა გიგაურმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს,რომ საარჩევნო კამპნიის აგრესიულმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელი დეზინფორმაციის ფაქტებმა ასახვა ჰპოვა ორგანიზაციის ანგარიშებშიც. ამას გარდა, პირადადაც გამოეხმაურა  შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ,  ოკუპაციის ხაზთან  მისვლისას. „ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ და რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში ჩვენი რეპუტაციის შელახვას.“- კითხულობს ეკა გიგაური. პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რეაქცია გამოხატონ მისი შვილების და პირადად მის მიმართ სიცოცხლის ხელყოფის მუქარაზე. „მივმართავ საზოგადოებას და კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს, დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას და გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ, თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მიმართვამდე, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში მისმა შვილებმა პირადად მან მიიღეს ხმოვანი სატელეფონო შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით. სალომე ზურაბიშვილმა რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა 12 ნოემბერს, 16 საათზე გაიმართება.  

Related news

Latest News
Hashtags:   

გიგაური

 | 

გაუგებარია

 | 

პასუხისმგებლობას

 | 

გვაკისრებს

 | 

სალომე

 | 

ზურაბიშვილი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources