Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 28 days ago

მერკელმა და მაკრონმა დაგმეს დონბასში ჩატარებული არჩევნები

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა, „უკანონო და არალეგიტიმური“ უწოდეს არჩევნებს სეპარატისტულ აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევი და მისი საერთაშორისო მოკავშირეები აცხადებენ, რომ 11 ნოემბრის არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შემდგომშ კიდევ უფრო შეაფერხებს კონფლიქტის დასრულების პროცესს, რასაც 2014 წლის შემდეგ 10300 ადამიანი შეეწირა. ბიულეტენების დათვლის შედეგად დონეცკის რეგიონის მეთაურის არჩევნებში იმარჯვებს დენის პუშილინი, ხმათა 61%-ით. ლუგანსკის ოლქში კი ამომრჩევლების 68%-მა უპიტარესობა მიანიჭა სეპარატისტული მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ პასეჩნიკს. „ეგრეთწოდებული არჩევნები ლახავენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ განცხადებაში.

Related news

Latest News
Hashtags:   

მერკელმა

 | 

მაკრონმა

 | 

დაგმეს

 | 

დონბასში

 | 

ჩატარებული

 | 

არჩევნები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources