Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 28 days ago

TI: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო   ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით მუქარაზე საუბრობს.  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და, საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი. ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში. მოვუწოდებთ ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან. - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

Related news

Latest News
Hashtags:   

შინაგან

 | 

საქმეთა

 | 

სამინისტრომ

 | 

მსგავსი

 | 

ქმედებები

 | 

სასწრაფოდ

 | 

გამოიძიოს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources