Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2 ნოემბერს თბილისში, ტრანსგენდერ ქალს 7 თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწოორდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას, 2 საათზე მოხდა. ტრანსგენდერ ქალს ცემის შედეგად, დაუზიანდა ყბის ძვლები და აღენიშნება ტვინის შერყევა. ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა“, - აცხადებს ორგანიზაცია.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ტრანსგენდერ

 | 

ფიზიკურად

 | 

გაუსწორდნენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources