Sunday 9 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 28 days ago

ტოჩინოშინის უიღბლო სტარტი კიუშუ ბაშო“-ზე

მარცხით დაიწყო ასპარეზობა კიუშუ ბაშო -ზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (იგივე ტოჩინოშინ). ლევან გორგაძემ შეხვედრა დათმო დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტამავაშისთან, რომელთაც, პირადი შეხვედრების მიხედვით, დიდი უპარატესობა აქვს: 19 შეხვედრიდან 14-ში გაიმარჯვა და მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდა. ტურნირის მეორე დღეს ქართველი მოჭიდავის მეტოქე დასავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება. ტოჩინოშინი მას აქამდე სულ სამჯერ დაუპირისპირდა და ორჯერ სძლია. ტრავმების გამო ტურნირში ვერ მონაწილეობენ მონღოლი იოკოძუნები - ჰაკუჰო და კაკურიუ. ლევან გორგაძე იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოსთან ერთად ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება. შეჯიბრების პირველ დღეს ასევე მარცხი იწვნია იოკოძუნა კისენოსატომაც. კიუშუ ბაშო“ 15 დღე გაგრძელდება და 25 ნოემბერს დასრულდება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტოჩინოშინის

 | 

უიღბლო

 | 

სტარტი

 | 

კიუშუ

 | 

ბაშო“

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources