Sunday 9 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

ერდოანი: ანკარამ დასავლელ პარტნირებს გადასცა ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ანკარამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები გაუზიარა თავის უცხოელ პარტნიორებს: აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს. ამგვარად, თურქეთმა პირველად აღიარა ოფიციალურად, რომ არსებობს აუდიოჩანაწერები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოდან, სადაც 2 ივნისს იქნა მოკლული ხაშოგი. ამ ჩანაწერების შესახებ ადრე იტყობინებოდა მედია. ჩანაწერების კონკრეტულ შინაარსზე ერდოანს არ უსაუბრია. საუდის არაბეთი თავდაპირველად უარყოფდა ჟურნალისტის მკვლელობას, მაგრამ შემდეგ აღიარა ის. საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიის თანახმად, ჟურნალისტი მოკლულ იქნა არ „ზევიდან“ ბრძანების საფუძველზე, არამედ ბოროტმოქმედების შემსრულებელთა ინიციატივით, რომლებიც დაპატიმრებული არიან. მაგრამ ეს ვერსია კითხვებს ბადებს თურქეთსა და დასავლეთში. ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტის მკვლელობის უკან დგანან ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედთან დაახლოებული პირები.

Related news

Latest News
Hashtags:   

ერდოანი

 | 

ანკარამ

 | 

დასავლელ

 | 

პარტნირებს

 | 

გადასცა

 | 

ჯამალ

 | 

ხაშოგის

 | 

მკვლელობასთან

 | 

დაკავშირებული

 | 

აუდიოჩანაწერები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources