Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

სოფიო ქაცარავა - „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით,  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც, საკონსულოებისა და საელჩოების  სახელით  საზღვარგარეთ მცხოვრებ  თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან. „ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. აღნიშნული დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე, ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ. ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ.“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ. იგი ამბობს, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება.

Related news

Latest News
Hashtags:   

სოფიო

 | 

ქაცარავა

 | 

„ნაციონალური

 | 

მოძრაობა“

 | 

საზღვარგარეთ

 | 

ინფორმაციას

 | 

ავრცელებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources