Friday 16 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

საფრანგეთის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. პარიზში ელოდებიან დელეგაციებს მსოფლიოს 98 ქვეყნიდან. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფერ კასტანერის ინფორმაციით, დედაქალაქში წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 10 ათასამდე პოლიციელი. განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი იმოქმედებს სასტუმროებთან, სადაც უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურები და მათი თანხმლები პირები იცხოვრებენ და პარიზის ღირსშესანიშნაობებთან. მათ შორის ორსეს მუზეუმთან, სადაც 10 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვახშამზე უმასპინძლებს 72 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, მათ შორის აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს. განსაკუთრებულად დაცული იქნება პარიზის ფილარმონიაც, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება. საფრანგეთის პოლიცია წესრიგის დასაცავად ემზადება პარიზში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის საწინააღმდეგო დემონსტრაციის გამოც, რომელშიც სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ათასი ადამიანი.

Related news

Latest News
Hashtags:   

საფრანგეთში

 | 

უსაფრთხოების

 | 

ზომები

 | 

გააძლიერეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources