Saturday 17 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

აშშ-მა გააფართოვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა კიდევ სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდულ პირს. მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები ალექსანდრ ბასოვი და ანდრეი სუშკო. ბასოვი ამჟამად ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილეა, სუშკოს კი, რომელიც მოხსენიებულია რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლად, ბრალად ედება ანექსიის მოწინააღმდეგე ყირიმელი აქტივისტის გატაცება და წამება. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის სარაკეტო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ვლადიმირ ზარიცკიც. იურიდიული პირების ჩამონათვალშია ყირიმის ოთხი სანატორიუმი და სასტუმრო, ოთხი საწარმო და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო. საწარმოთა სიაშია კომპანია „იუჟნი პროექტი,“ რომელსაც სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობართან, ბანკ „როსია“-ს თანამფლობელთან იური კოვალჩუკთან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს ზომების მიღებას მოსკოვისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სარგებელი მიიღონ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ოკუპაციისგან.  

Related news

Latest News
Hashtags:   

გააფართოვა

 | 

რუსეთის

 | 

ყირიმის

 | 

ანექსიის

 | 

დაწესებული

 | 

სანქციები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources