Friday 16 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

გენერალ ჭანკოტაძის განცხადებას სამხედრო უწყებამ „ჯარის პოლიტიზების“ მცდელობა უწოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვა მოსახლეობისადმი „მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და „დამაზიანებელია“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ამასთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადების შინაარსზე. მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოს ჯარს 2008 წელს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, საქართველოს ჯარი საკუთარ სამშობლოს იცავდა.  „რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს საქართველოს ახალ პრეზიდენტს, ახალ სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში; ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვის ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები, ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები გაასამართლოს“, - აცხადებს გენერალი დევი ჭანკოტაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 ნოემბერს გაკეთებულ მიმართვაში. თადარიგის გენერალი, რომელიც ვიდეოზე რამდენიმე სამხედრო პირის გარემოცვაში იმყოფება, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო აირჩევს „ღირსეულ პრეზიდენტსა და ღირსეულ უმაღლეს მთავარსარდალს“. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ გენერალს, რომელიც აღარ არის „მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, სამხედრო ფორმაში შემოსილს არ უნდა გაეკეთებინა პოლიტიკური ხასიათის მიმართვა. „თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის“, - ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში. გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საარტილერიო ჯარებს ხელმძღვანელობდა. საბრძოლო მოქმედებების დასრულების წლისთავზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“ დააჯილდოვა.

Related news

Latest News
Hashtags:   

გენერალ

 | 

ჭანკოტაძის

 | 

განცხადებას

 | 

სამხედრო

 | 

უწყებამ

 | 

„ჯარის

 | 

პოლიტიზების“

 | 

მცდელობა

 | 

უწოდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources