Saturday 17 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ევროპარლამენტის წევრი, მანფრედ ვებერი იქნება ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიების ლიდერი მომავალ არჩევნებში

ევროპის პარლამენტის გერმანელმა დეპუტატმა, მანფრედ ვებერმა გაიმარჯვა კენჭისყრაში და ის იქნება ევროკავშირის პარლამენტის მაისის არჩევნებში ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიების ლიდერი. ვებერი იქნება ასევე ევროპის სახალხო პარტიის, ევროპის პარლამენტში უძლიერესი ჯგუფის კანდიდატი ევროპის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ვებერმა კენჭისყრაში დაამარცხა ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ სტუბი. კენჭისყრა გაიმართა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. დეპუტატთა 80 პროცენტმა მხარი ვებერის კანდიდატურას დაუჭირა. ვებერი სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერია 2014 წლიდან. პარლამენტში მანდატების უმრავლესობა ვებერს ზურგს გაუმაგრებს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში, რითაც მას შეეძლება ახლა მოქმედი, ლუქსემბურგელი, ჟან-კლოდ იუნკერი შეცვალოს. ევროპელ სოციალისტთა ჯგუფმა, ცენტრისტულ-მემარცხენე ძალამ, რომელიც მეორე იყო ხუთი წლის წინანდელ არჩევნებში. ამ კვირაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატად ფრანს ტიმერმანი წარადგინა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ევროპარლამენტის

 | 

წევრი

 | 

მანფრედ

 | 

ვებერი

 | 

იქნება

 | 

ცენტრისტულ

 | 

მემარჯვენე

 | 

პარტიების

 | 

ლიდერი

 | 

მომავალ

 | 

არჩევნებში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources