Friday 16 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობები, რომ ასია ბიბიმ დატოვა ქვეყანა

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობები, რომ თითქოს ასია ბიბიმ, ქრისტიანმა ქალმა, რომელსაც გასულ კვირაში მოუხსნეს მკრეხელობის ბრალდება, ქვეყანა დატოვა. ბიბის ადვოკატის, საიფულ მულუკის და ევროპარლამენტის თავმჯდომარის, ანტონიო ტაიანის თანახმად, ბიბი 7 ნოემბერს გაათავისუფლეს ციხიდან. ადვოკატზე დაყრდნობით ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ბიბიმ ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა ქვეყანა. მაგრამ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოჰამად ფაიზალმა 8 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა: „ცნობა, რომ მან ქვეყანა დატოვა, გამოგონილი ამბავია“. 2010 წელს ლაჰორის სასამართლომ ბიბის, ოთხი შვილის დედას, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოციქულ მუჰამედის შეურაცხყოფისათვის.

Related news

Latest News
Hashtags:   

პაკისტანის

 | 

საგარეო

 | 

საქმეთა

 | 

სამინისტრომ

 | 

უარყო

 | 

ცნობები

 | 

ბიბიმ

 | 

დატოვა

 | 

ქვეყანა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources