Saturday 17 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 9 days ago

ცესკოს წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ოლქიდან სიების გატანა არ დასტურდება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია(ცესკო) მის ხელთ არსებული წინასწარი მონაცემების საფუძველზე არ ადასტურებს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქიდან გაიტანეს ამომრჩეველთა სიები.  ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა 7 ნოემბერს დაიწყო, იმავე დღეს გამოკითხა 8 პირი და დღეს კიდევ ერთი. „წინასწარი გამოკითხვის მონაცემებით, საქმე ეხება დალუქვის პროცედურების დარღვევას და ამომრჩეველთა სიის გატანას ოლქიდან ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად ეს სიები არავისთვის ყოფილა გადაცემული. თუმცა ეს არის წინასწარი მონაცემები. ცესკოს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს ამ ფაქტს. როდესაც დასრულდება შესწავლა, რა თქმა უნდა ცესკო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ცესკო ცდილობს, რომ ფაქტის შესწავლა უმოკლეს დროში დასრულდეს.  გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებული და შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და არსებული ინფორმაციით, სუს-ში წაიღეს. ვაშაძემ მაგალითად მოიყვანა კრწანისის ოლქი. მისივე თქმით,  „ქართული ოცნება“ ამ გზით ცდილობს დაადგინოს ადამიანები, ვინც მონაწილეობა არ მიიღო არჩევნების პირველ ტურში, რათა მეორე ტურის დღეს მოახდინოს მათი ხმებით მანიპულაცია. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ცესკოს

 | 

წინასწარი

 | 

მონაცემებით

 | 

საარჩევნო

 | 

ოლქიდან

 | 

სიების

 | 

გატანა

 | 

დასტურდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources