Friday 16 November 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 8 days ago

მთავრობის შეფასებით, ლარის დევალვაციის ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკაში არ არსებობს არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც შესაძლოა, იწვევდეს ლარის დევალვაციას. ბახტაძის თქმით, ლარის გაუფასურებას შესაძლოა, ხელი შეუწყო ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო განცხადებებმა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი - ინფლაცია და დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაციის ზრდა ეკონომიკაში. „ინფლაცია მნიშვნელოვანი ორიენტირია იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაში ვიყოთ წარმატებულები და ამ თვალსაზრისით, როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ასევე ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული. ყველაფერი იმ ჩარჩოებშია, რომელიც შეთანხმებულია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება დედოლარიზაციას, პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს კურსის ცვლილება სხვადასხვა გარე ფაქტორიდან გამომდინარე. „ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით, რომ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და ლარიზაცია გაზრდილია 10%-ზე მეტით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და მოწყვლადობა და რისკები, რომლებიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან, იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაბალანსებული. ამ კუთხით კიდევ უფრო მეტ აგრესიულ ნაბიჯს გადავდგამთ“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი პოზიცია და რეკომენდაციები აქვთ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესს აკვირდებიან. მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციების განმარტებებში იქნება ბევრი ობიექტური ინფორმაცია, თუ რეალურად რას უკავშირდება ლარის დევალვაცია. „ვერცერთ წარმატებულ ეკონომიკას ვერ ნახავთ მსოფლიოში, სადაც სხვა ქვეყნის ვალუტას ჰქონდეს ასეთი დომინანტი პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში მეტი ლარიზაცია, ინფლაციის მართვა და ფუნდამენტური ფაქტორების გაძლიერება, რომელიც პირდაპირ აისახება კურსზე“ - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, ფუნდამენტური ფაქტორებია ექსპორტი, რომელიც დაახლოებით 30%-თაა გაზრდილი და იმ სერვისების, მათ შორის ტურიზმის და საფინანსო სექტორის ზრდა, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებითი შემოსავლის მიღებას.

Related news

Latest News
Hashtags:   

მთავრობის

 | 

შეფასებით

 | 

ლარის

 | 

დევალვაციის

 | 

ფუნდამენტური

 | 

ფაქტორები

 | 

არსებობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources