BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, ექიმი გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილი და ორი რესპონდენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი.
„ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ ვიყავი დაბარებული, რადგან ძირითადი კითხვები შეეხებოდა ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია“, - თქვა თამარ ონიანმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ეკა გიგაურის თქმით, მას ჰკითხეს, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო.
„გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით, 15 წუთი, შეიძლება 20 წუთიც. ვისაუბრე იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა მქვია, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს მიღებული და სად ვმუშაობ ამ პერიოდში...
კითხვები იყო იმის შესახებ, თუ საიდან გავიგე, რომ „კამიტი” შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო. ვუპასუხე, რომ სტატიიდან, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ“, - თქვა გიგაურმა.
ერთ-ერთი ბოლო გამოკითხეს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. მისი თქმით, თუკი იქნებოდა, ისეთი კვლების ავტორი, რომელიც მსოფლიო ყურადღებას მიიქცევდა, ამის შესახებ იტყოდა:
„ჩვენ რომ ისეთი შრომა გაგვეწია საქართველოში, რომ მსოფლიო ყურადღება მიგვექცია, მე ცოტა ჯიუტი კაცი ვარ, ვიტყოდი, რომ კი, მე ვიყავი“.
სუსმა უკვე გამოკითხა გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კოტე ჩახუნაშვილი, რომელიც იმავე კვლევის თანაავტორია.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ეს მუხლებია:
„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და„უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
„ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;„მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.
Friday 23 January 2026
radiotavisupleba - 2 month ago
BBC-ის ფილმის გამო გამოკითხეს გიორგი ჩახუნაშვილი, ეკა გიგაური და თამარ ონიანი
საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?
- timerაბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის - ევროკომისიის პრესსპიკერი ტროტუარებზე პროტესტის გამო დაპატიმრებებზე
- radiotavisuplebaВ штаб-квартире НАТО в Брюсселе состоялось заседание Военного комитета НАТО с участием Грузии
- apsnyსააკაშვილი: ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლებში იყო “имеретинская мафия”-ს ბორის კვანტრიშვილის პირადი მოლარე და კვანტრიშვილის მკვლელობის მერე მთელი ფული მას დარჩა
- timerკახა კალაძე: მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა
- timerკახა კალაძე სპორტსმენებს: გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ
- timerვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება
- timerდიმიტრი პესკოვი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა
- timerტროტუარზე პროტესტისთვის ნათია ჭავჭანიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- radiotavisuplebaШарашидзе: Георгий Гахария не будет участвовать в дебатах с Кобахидзе, его единственным оппонентом может быть только Бидзина Иванишвили
- apsnyГрузия экстрадировала в Азербайджан обвиняемых в контрабанде сигарет на сотни тысяч долларов
- apsnyტროტუარზე პროტესტისთვის ანი ახმეტელი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- radiotavisuplebaვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის საკითხი საკვანძოა და ის აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული
- radiotavisuplebaალტერნატიული დერეფანი საქართველოზე გამავალ ტრანზიტს საფრთეს არ შეუქმნის - კობახიძე
- sputnik-georgiaსტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა - საია
- radiotavisuplebaᲡტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო
- timer“დავილაპარაკებთ აუცილებლად” – ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, გიორგი ვაშაძეს ჩართულობა პროცესს გააძლიერებს
- timer24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
- timer“მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება” – გიორგი ვაშაძე ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს
- timerМарк Рютте: Переговоры Гренландии с Дональдом Трампом будут сосредоточены на сдерживании России и Китая
- apsny“ვიმედოვნებ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ გახდება” – ტრამპმა ამერიკული საზღვაო “არმადა” ირანში გაგზავნა
- timerზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან
- radiotavisuplebaЖоржолиани: Мы хотим исследовать цепочку ценообразования, а затем использовать все существующие рычаги
- apsny4-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - სანდრო მეგრელიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
- radiotavisuplebaФинское СМИ: компания, расположенная на окраине Тбилиси, отправляла в РФ санкционные запчасти
- apsnyოთხი წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერ “მოსკვაზე“ დაღუპული მეზღვაურების შესახებ
- radiotavisupleba
ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ: ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ ტრაგედიაზე:
- sputnik-georgia