Friday 23 January 2026
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

ბორის აკუნინს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა უცხოეთის აგენტის კანონის დარღვევის ახალი ბრალდებით

მოსკოვის სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლით პატიმრობა „უცხოეთის აგენტის“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით. როგორც „მედიაზონა“ იტყობინება, ბრალდებაში ჩამოთვლილია ტელეგრამის არხში გამოქვეყნებული 76 პოსტი, რომლებსაც არ ჰქონდა დართული „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი. ივლისში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა აკუნინს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ტერორისტულ საქმიანობაში ხელშეწყობის, ტერორიზმის გამართლებისა და „უცხოეთის აგენტის“ მოვალეობების შეუსრულებლობის ბრალდებით. მწერალს საერთო ჯამში მისჯილი აქვს 15 წლით პატიმრობა, ჯარიმა 600 ათასი რუბლის ოდენობით, ასევე ექვსი წლის განმავლობაში ინტერნეტში პუბლიკაციის აკრძალვა. ბორის აკუნინმა 2014 წელს დატოვა რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამჟამად ის საფრანგეთში ცხოვრობს.


Latest News
Hashtags:   

ბორის

 | 

აკუნინს

 | 

პატიმრობა

 | 

მიესაჯა

 | 

უცხოეთის

 | 

აგენტის

 | 

კანონის

 | 

დარღვევის

 | 

ახალი

 | 

ბრალდებით

 | 

Sources