საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის (რომელიც შეეხებოდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს) შემდეგ მიმართავს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, რომ შეისწავლონ საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დაშლის დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი.
„ჯანდაცვის სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და ადამიანის უფლებათა დამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულა და არც მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულა.
თუ მაღალტოქსიკური ქიმიური ნაერთების პოტენციური გამოყენების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ასეთი ქმედებები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი წერილში.
საერთაშორისო გამოძიების ჩატარება უნდა რვა ოპოზიციურ პარტიას („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“) - მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება“, - აცხადებენ პარტიები.
გუშინ დილას, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
„ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;„მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.
Saturday 13 December 2025
radiotavisupleba - 11 days ago
სალომე ზურაბიშვილი BBC-ის მასალის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
თელასი და ენერგო პრო ქვეყნის ენერგოსისტემაში 2 მლრდ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ
- sputnik-georgiaრუსეთის სახელმწიფო სათათბირო: Deutsche Welle არასასურველ ორგანიზაციათა ნუსხაშია შეტანილი
- radiotavisuplebaმზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო გადაეცა
- timerტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა გამოაცხადა ბელარუსის კალიუმისთვის სანქციების მოხსნაზე
- radiotavisuplebaგამოვლინდნენ ქარტიის პრიზის გამარჯვებულები - ქალთა უფლებების საუკეთესო გაშუქებისთვის პრიზი რადიო თავისუფლებამ აიღო
- radiotavisuplebaსომხეთის ხელისუფლება ითხოვს მოკლული ჩეჩენი ქალის, ბაიმურადოვას ცხედრის რუსეთისთვის გადაცემას
- radiotavisupleba“დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის, საუკუნეების განმავლობაში” – მეუფე შიო
- timerმიხეილ ზაქარეიშვილი: “სინამდვილეში, არ აქვთ რესურსი, რომ აღასრულონ ეს კანონები, უბრალოდ გვემუქრებიან”
- timerReuters-ი: რუსეთის მიერ ნავთობისგან და გაზისგან მიღებული მოგება 2020 წლიდან მინიმუმამდე დაეცემა
- radiotavisuplebaAxios: აშშ მზადაა უკრაინას იურიდიულად სავალდებულო მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია მისცეს
- radiotavisuplebaზელენსკი ჩავიდა კუპიანსკში, რომელიც რუსეთის მტკიცებით, ჯერ კიდევ ნოემბერში დაიკავა საოკუპაციო არმიამ
- radiotavisuplebaეკა ბესელია: “”ოცნება” ევროპულ ოჯახს ებრძვის და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან ერთად დგას, ეს ნიშნავს, რომ არჩევანი გაკეთებული აქვთ”
- timerსრულად შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს - სენატორის შაჰინი ოცნების რეპრესიულ კანონებსა და საქართველოს კურსის ცვლილებაზე
- radiotavisuplebaმრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას
- sputnik-georgiaამერიკელი სენატორის განცხადებით, გასულ წელს საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების წინააღმდეგ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, რაც მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება
- timerფრიდრიხ მერცი – რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ გადაიხდის კომპენსაციას, მოხარული ვარ ევროპული სუვერენიტეტის ამ მკაფიო სიგნალის გამო
- timerზურაბიშვილი:ბრძოლა მიმდინარეობს არა ერთი რომელიმე კანონის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის
- timer“სამშვიდობო გეგმა უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანებას ითვალისწინებს” – Financial Times
- timer“გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენება რთული ამოცანაა” – ბელგიის პრემიერი
- timer“ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
- timerრუსული მხარის შეტევამ ოდესაში მდებარე პორტებში თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დააზიანა
- timer“დალუქეს 4 მაისური წარწერით: “რეჟიმი გვწამლავს” – პოლიციამ დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა
- timer“ოკუპაცია ირიბად ახსენა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით არ დაუკონკრეტებია, ვინ არის საქართველოს ოკუპანტი” – პუტინი და კობახიძე ერთ ფორუმზე
- timer“რუსთაველზე ვიქნები დღეს – რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც” – არქიმანდრიტი ილია თოლორაია
- timerთბილისში მთავარი ნაძვის ხე აანთეს - ამჯერად არა პარლამენტთან, არამედ რესპუბლიკის მოედანზე
- radiotavisuplebaВозможное участие крупных спонсоров партии «Мечты» в системной коррупции продолжает вызывать вопросы — TI
- apsny1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება
- sputnik-georgia„ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის დასჯის, დამორჩილების ბერკეტი“ - სოც.მუშაკების გაერთიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა ბაზაზე
- radiotavisupleba
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქმე მაღალჩინოსნებამდე მივიდეს – კორუფციული სქემები თბილისის მერიაში
- timer
გერმანიის კანცლერი ისრაელის პრეზიდენტს: “ამ ომს მხოლოდ „ჰამასი“ აწარმოებს და იარაღს თუ დაყრის, ომი დასრულდება“
- timer