Saturday 13 December 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 11 days ago

ბელგიის პოლიციამ თაღლითობის საქმეზე დააკავა ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი და კიდევ ორი პირი

სამშაბათს, 2 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ სხვა ორ პირთან ერთად დააკავა ფედერიკა მოგერინი, იტალიელი პოლიტიკოსი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი (2014-2019 წლებში) უმაღლესი წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს მასშტაბური თაღლითობის საქმეზე, რომელიც უკავშირდება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას. ინფორმაცია ონლაინგამოცემა Euractive-სა და მის პარტნიორ გამოცემა De Standaard-ს მიაწოდა ორმა ინფორმირებულმა წყარომ. გამოძიების შესახებ ინფორმირებული წყაროებისა და თვითმხილველთა თანახმად, ევროკავშირის ფინანსების სავარაუდოდ არასათანადო გამოყენების საქმის ფარგლებში ბელგიის პოლიცია შევიდა ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ევროპის კოლეჯში და კერძო საცხოვრებელ სახლებში. ევროპის კოლეჯის სპიკერმა განაცხადა, რომ არ იცოდა მოგერინის დაპატიმრების შესახებ და კომენტარზე უარი განაცხადა. ფედერიკა მოგერინი 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის რექტორი იყო, 2022 წლიდან კი დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. გამოცემის წყაროს თანახმად, დაკავებულები არიან აგრეთვე ევროპის კოლეჯის თანამშრომელი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო, რომელიც ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი იყო, რა დროსაც შეიქმნა დიპლომატიური აკადემია. სანინო ახლა იკავებს ევროკომისიის შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის თანამდებობას. Euractive-ის თანახმად, ევროკომისიამ დაადასტურა პოლიციის შესვლა საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობებში და ის, რომ ეს უკავშირდება მიმდინარე გამოძიებას.


Latest News
Hashtags:   

ბელგიის

 | 

პოლიციამ

 | 

თაღლითობის

 | 

საქმეზე

 | 

დააკავა

 | 

ევროკავშირის

 | 

ყოფილი

 | 

უმაღლესი

 | 

წარმომადგენელი

 | 

კიდევ

 | 

Sources