Saturday 13 December 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 11 days ago

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ჩავიდა მოსკოვში, სადაც დღეს საღამოს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი. ის უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართულია პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინი კრემლში მიიღებს ამერიკული მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელ უიტკოფს და მასთან ერთად იქნება კუშნერიც. პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ამერიკული მხრიდან ჩართულია უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო გეგმის განხილვის პროცესში. პესკოვის ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვის დროით 17:00 საათის შემდეგ დაიწყება და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.


Latest News
Hashtags:   

უიტკოფი

 | 

პუტინთან

 | 

შესახვედრად

 | 

მოსკოვში

 | 

ჩავიდა

 | 

Sources