ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეწყალების ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა. ამის შესახებ კვირას განაცხადა პრეზიდენტის კანცელარიამ.
ეს თხოვნა კანცელარიამ გადასცა იუსტიციის სამინისტრო შეწყალების საკითხების კომისიას, რომელიც ჰერცოგისთვის შეაგროვებს „ყველა შესაბამისი ორგანოს“ მოსაზრებებს, რის შემდეგაც „ის პასუხისმგებლობით, კეთილსინდისიერად განიხილავს თხოვნას“.
ცალკე ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისმა სასამართლო საქმემ ორად გახლიჩა ქვეყანა და რომ შეწყალება ხელს შეუწყობს ეროვნული ერთიანობის აღდგენას. მან ასევე თქვა, რომ კვირაში სამჯერ სასამართლოში გამოცხადების მოთხოვნა მას ხელს უშლის სახელმწიფოს მართვაში.
ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი „უკვე ექვსი წელი გრძელდება“, მაგრამ „გამოძიების დაწყების შემდეგ პრაქტიკულად არაფერი არ მომხდარა“. „ისევე როგორც ბევრნი ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რომ პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტა არსებითად დაეხმარება საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებას და ხელს შეუწყობს ფართო შერიგებას - იმას, რაც ჩვენს ქვეყანას ასე ძლიერ სჭირდება,“ განაცხადა ისრაელის პრემიერმა და შემდეგ ისაუბრა ქვეყნის კეთილდღეობასა და მის წინაშე მდგარ ისტორიულ ამოცანებზე.
როგორც Times of Israel წერს, შეწყალების შესახებ მიმართვაში ნეთანიაჰუ არ აღიარებს ბრალს და არავითარ ბოდიშს არ იხდის, სამაგიეროდ ბევრს წერს იმაზე, რომ სასამართლო პროცესი ზიანის მომტანია ისრაელის საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის.
ნოემბრის დამდეგს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდა მას, „სრულად შეიწყალოს“ ნეთანიაჰუ. ტრამპმა დაწერა, რომ ნეთანიაჰუ „მამაცურად იცავდა ისრაელს ძლიერი მოწინააღმდეგეებისგან“ და რომ გაუმართლებელია ქვეყნის მართვაში მისთვის ხელის შეშლა.
ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა. მას ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ნდობის ბოროტად გამოყენებაში და ქრთამების აღებაში სამ სხვადასხვა საქმეში, რომლებშიც მას ადანაშაულებენ მდიდარ პოლიტიკურ მხარდამჭერებთან კორუფციულ გარიგებებში. მას ასევე ბრალს სდებენ იმაში, რომ ის კონკრეტულ მედიასაშუალებებს ეხმარებოდა საკუთარი საქმიანობის დადებითად გაშუქების სანაცვლოდ.
Friday 23 January 2026
radiotavisupleba - 2 month ago
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა შეწყალების თხოვნით
В штаб-квартире НАТО в Брюсселе состоялось заседание Военного комитета НАТО с участием Грузии
- apsnyსააკაშვილი: ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლებში იყო “имеретинская мафия”-ს ბორის კვანტრიშვილის პირადი მოლარე და კვანტრიშვილის მკვლელობის მერე მთელი ფული მას დარჩა
- timerკახა კალაძე: მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა
- timerკახა კალაძე სპორტსმენებს: გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ
- timerვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება
- timerდიმიტრი პესკოვი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა
- timerტროტუარზე პროტესტისთვის ნათია ჭავჭანიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- radiotavisuplebaШарашидзе: Георгий Гахария не будет участвовать в дебатах с Кобахидзе, его единственным оппонентом может быть только Бидзина Иванишвили
- apsnyГрузия экстрадировала в Азербайджан обвиняемых в контрабанде сигарет на сотни тысяч долларов
- apsnyტროტუარზე პროტესტისთვის ანი ახმეტელი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- radiotavisuplebaვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის საკითხი საკვანძოა და ის აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული
- radiotavisuplebaალტერნატიული დერეფანი საქართველოზე გამავალ ტრანზიტს საფრთეს არ შეუქმნის - კობახიძე
- sputnik-georgiaსტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა - საია
- radiotavisuplebaᲡტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო
- timer“დავილაპარაკებთ აუცილებლად” – ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, გიორგი ვაშაძეს ჩართულობა პროცესს გააძლიერებს
- timer24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
- timer“მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება” – გიორგი ვაშაძე ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს
- timerМарк Рютте: Переговоры Гренландии с Дональдом Трампом будут сосредоточены на сдерживании России и Китая
- apsny“ვიმედოვნებ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ გახდება” – ტრამპმა ამერიკული საზღვაო “არმადა” ირანში გაგზავნა
- timerზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან
- radiotavisuplebaЖоржолиани: Мы хотим исследовать цепочку ценообразования, а затем использовать все существующие рычаги
- apsny4-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - სანდრო მეგრელიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
- radiotavisuplebaФинское СМИ: компания, расположенная на окраине Тбилиси, отправляла в РФ санкционные запчасти
- apsnyოთხი წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერ “მოსკვაზე“ დაღუპული მეზღვაურების შესახებ
- radiotavisuplebaდღეს 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
- radiotavisuplebaსაქართველოს დელეგაცია უნგრეთში: თბილისი და ბუდაპეშტი თანამშრომლობის გაფართოებაზე მსჯელობენ
- sputnik-georgia“რა დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი ციხეში ვყავარ გამომწყვდეული” – მიხეილ სააკაშვილი
- timerსტრასბურგმა 2024 წლის არჩევნებისას „გაჟონილი ბიულეტენების საქმის“ განხილვა დაიწყო - საია
- radiotavisuplebaHashtags:
ბენიამინ
|ნეთანიაჰუმ
|ისრაელის
|პრეზიდენტს
|ოფიციალურად
|მიმართა
|შეწყალების
|თხოვნით
|
ელენე ხოშტარია: “არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში”
- timer
ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ: ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ ტრაგედიაზე:
- sputnik-georgia