Friday 5 December 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 8 days ago

„დაგინებულია, არავინ ჰყვება გაკვეთილსო“ - პედაგოგი გორის #10-ე სკოლაში მტრულ გარემოზე საუბრობს

პედაგოგი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ გორის #10-ე საჯარო სკოლაში „ქურდული მენტალიტეტი“ რომანტიზებულია, მოსწავლეები მასწავლებლებსა და თანატოლებს შეურაცხყოფას აყენებენ, რაზეც რეაგირება არ ხდება. მისი თქმით, ამ მტრული გარემოს შექმნის გამო მას 27-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ სამსახურის დატოვება მოუწია. „დაგინებულია არავინ ჰყვება გაკვეთილს[ო]!.. ბიჭები, რომლებსაც სწავლა უნდათ, ვერ ჰყვებიან გაკვეთილს, მერე სკოლის უკან ან დერეფანში „საქმეები რომ არ გაურჩიონ“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი და დასძენს, რომ „გაკვეთილის ცხრილი ჰქონდათ და ყველა კლასში „უდისციპლინო“ ბავშვებს ავალებდნენ გაკვეთილის ჩაშლას და ეს [დავალების მიმცემებისთვის] ტელეფონზე უნდა მოესმენინებინათ!“ მისი თქმით, მოსწავლეები მასწავლებლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ: „*ლეზე მკიდია“; „გაა*ვი“; „ოეეე“; „სახედარო“; „ჩაძაღლდი“, „ნეტა, მოკვდე“ და ა.შ. მეშვიდე კლასელები უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ იხატავენ ხელებზე, თქვენ [მშობლები] ხართ დამნაშავეები!“ ირმა ამბარდნიშვილმა მეათე სკოლა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებაც იყო დაწყებული. პედაგოგი ამბობს, რომ მის კოლეგებს ამ შეურაცხყოფის ატანა უწევთ, რადგან მათი ოჯახები „ხელფასს ელოდებიან“. ინფორმირებულია თუ არა განათლების სამინისტრო გორის #10-ე სკოლის ყოფილი პედაგოგის მიერ დასახელებულ პრობლემებზე, როგორ ახდენს მსგავსი საკითხების პრევენციას - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ უწყების პრესსამსახურს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. სკოლის დირექტორმა ნინო წიკლაურმა, რომლიც ინფორმირებული უნდა იყოს წამოჭრილ საკითხებზე, „TV პირველთან“ საუბარი არ ისურვა.


Latest News
Hashtags:   

„დაგინებულია

 | 

არავინ

 | 

ჰყვება

 | 

გაკვეთილსო“

 | 

პედაგოგი

 | 

გორის

 | 

სკოლაში

 | 

მტრულ

 | 

გარემოზე

 | 

საუბრობს

 | 

Sources