Sunday 18 May 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 10 days ago

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტრამპის ადმინისტრაციამ 8 მაისს გააფორმა სავაჭრო შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელსაც თეთრი სახლი “ისტორიულს” უწოდებს, თუმცა ბევრი დეტალი ჯერ დაკონკრეტებული არ არის - წერს Associated Press. თეთრი სახლის თქმით, შეთანხმება ბრიტანეთის ბაზარს გაუხსნის ამერიკულ საქონლის ხორცის, ეთანოლსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ბრიტანულ ავტომობილებსა და ფოლადს კი უფრო ხელსაყრელი პირობები ექნებათ ამერიკაში საექსპორტოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ დამატებითი დეტალები „მომავალ კვირებში“ შემუშავდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით ეს შეთანხმება ათასობით სამუშაო ადგილს დაიცავს ავტოინდუსტრიაში. ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს 10%-იან ტარიფს დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე, რომელიც ტრამპმა 2 აპრილს დააწესა. ბევრი ეკონომისტი იმედოვნებდა, რომ ტარიფი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მოიხსნებოდა, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ 10%-იანი უნივერსალური ტარიფი, სავარაუდოდ, ნებისმიერი მოლაპარაკებების მინიმალური ზღვარი იქნება.


Latest News
Hashtags:   

დიდმა

 | 

ბრიტანეთმა

 | 

სავაჭრო

 | 

შეთანხმებას

 | 

მოაწერეს

 | 

Sources