Sunday 18 May 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 10 days ago

გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის

პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით ხუთშაბათს ინდოეთმა პაკისტანს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს და ოთხი ჯარისკაცი დაჭრა. ინდოეთმა, თავის მხრივ, მეზობელი ქვეყანა დაადანაშაულა თავდასხმის მცდელობაში. ბირთვული იარაღის მქონე მეტოქეებს შორის დაძაბულობას სულ უფრო იმატებს. ინდოეთმა აღიარა, რომ პაკისტანს თავს დაესხა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოიღო მიზანში და ამით „გაანეიტრალა“ პაკისტანის მცდელობები განეხორციელებინა თავდასხმა. ისლამაბადმა განაცხადა, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. ორი მხარის მიერ მოწოდებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ამჟამად შეუძლებელია. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს. 7 მაისის ღამით ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით სინდორი . ინდოეთის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო მოქმედების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქაშმირის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს. პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით კი, ინდოეთის თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 დაშავდა.


Latest News
Hashtags:   

გრძელდება

 | 

შეიარაღებული

 | 

დაპირისპირება

 | 

ინდოეთსა

 | 

პაკისტანს

 | 

შორის

 | 

Sources