Sunday 18 May 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 10 days ago

უკრაინის რადამ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა უკრაინისთვისაც და ამერიკისთვისაც. „უახლოეს ხანებში უნდა დასრულდეს ყველანაირი ტექნიკური სამუშაოები და დავიწყებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს“ - თქვა მან. შეთანხმებას ვაშინგტონში 30 აპრილს მოაწერეს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. დოკუმენტის თანახმად: იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას.სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები რჩება უკრაინის საკუთრებაში. უკრაინა წყვეტს, რა ადგილებში უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.უკრაინის საკუთრებაში რჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი.უკრაინა ფონდში შეიტანს 50%-ს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან.აშშ-ს ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება. დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მიზანს - გაწევრიანდეს ევროკავშირში.


Latest News
Hashtags:   

უკრაინის

 | 

რადამ

 | 

იშვიათი

 | 

წიაღისეულის

 | 

შესახებ

 | 

შეთანხმების

 | 

რატიფიკაცია

 | 

მოახდინა

 | 

Sources