რუსი პრანკერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერის გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს: „იმაში გასაკრვევად, ვინ დგას საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომელიც უკვე მეხუთე თვეა არ წყდება, დავუკავშირდით საქართველოს ექსპრეზიდენტს, საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. საუბარი მიმდინარეობდა უცხოეთის აგენტ გარი კასპაროვის სახელით“ - წერენ რუსი პრანკერები - „ვოვანი და ლეკსუსი“ თავიანთ ტელეგრამარხზე და ვიდეოსაც ურთავენ. თავად ზურაბიშვილს კომენტარი ამ ამბავზე ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრანკერებმა ქართველ პოლიტიკოსთან განიხილეს თბილისში მიმდინარე პროტესტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში არსებული ვითარება.
ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კასპაროვის სახელით მათ ზურაბიშვილს შესთავაზეს დახმარება საქართველოს ორგანიზაციების დაფინანსებაში. პრანკერების მიერ გამოქვეყნებული რუსული (საუბარი ინგლისურად წარიმართა) თარგმანის მიხედვით, მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მედიას სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულს, აგრეთვე - პროფკავშირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური საკითხებით არიან დაკავებულები.
„[პატარა არასამთავრობოები] ძირითადად ფინანსდებოდა USAID-ის ან ცალკეული ევროპული ფონდების მიერ, ევროპელები კი მოქმედებდნენ საკმაოდ ნელა. ისინი ამბობდნენ, რომ სანქციების გზით შეჩერებული სამთავრობო პროგრამებიდან სახსრებს გადაიტანდნენ და გადაამისამართებდნენ სამოქალაქო სექტორში. თუმცა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა, ამდენად კრიტიკული მომენტი დადგა“ - ასე ციტირებს „ვოვანი და ლეკსუსი“ სალომე ზურაბიშვილს. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას კი გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, როგორც „ბოლო წლებში რუსები იქცევიან აფხაზების მიმართ“:
„ჩემი აზრით, აფხაზეთის ერთადერთი გზა მომავლისკენ არის ევროპა. მხოლოდ ევროპაში საერთო ინტეგრაცია შეიძლება იქცეს მოგვარებად. ეს არ უნდა ხდებოდეს პირდაპირი მოლაპარაკებებით, რადგან ანტაგონიზმი ჯერ კიდევ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღარ უყვართ რუსები, არ ნიშნავს, რომ მათ უეცრად ქართველები შეუყვარდათ. ჩვენ მოგვიწევს ამისი გადალახვა. გადალახვა კი შესაძლებელია მხოლოდ საერთო პერსპექტივით. საერთო პერსპექტივა კი არის ევროპა“ - ასე ციტირებენ პრანკერები, როგორც თავად წერენ, სალომე ზურაბიშვილს.
პრანკერები დაუკავშირდნენ უჩა ნანუაშვილს - ყოფილ სახალხო დამცველს, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, რომელმაც, პრანკერების სიტყვებით, მათ რამდენიმე პროექტი გაუგზავნა დასაფინანსებლად.
უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“ დაუდასტურა, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა - მას ეგონა, რომ კასპაროვს ესაუბრებოდა. თუმცა, ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი სიტყვები დაამახინჯეს:
„რაც გაუშვეს ანონში, მაგალითად ნიღბიან ფორმირებებზე და მაიდანზე, რაც ვთქვი, პირიქით, ხელისუფლების ორგანიზებული იყო ნოემბერ-დეკემბერში და არა აქციის მონაწილეების მიერ“ - განუმარტა უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“.
მანამდე საქართველოს პროკრემლისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფიამ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დაეხმარა რუს პრანკერებს სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის გამასხარავებაში.
„ვოვანმა და ლეკსუსმა“ კასპაროვის სახელით სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს აგრეთვე მამუკა ფიფიას პარტიის შესახებაც. მათი სიტყვებით, ზურაბიშვილს უპასუხია, რომ ასეთ პარტიას საქართველოში „არ აქვს არანაირი შანსები, ფულიც რომ ჰქონდეს“. პირველი არხის ეთერში პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა დასავლეთი და ზურაბიშვილი გააკრიტიკა.
• რუსი პრანკერები ვლადიმირ კუზნეცოვი და ალეკსეი სტოლიაროვი ცნობილები როგორც „ვოვანი და ლეკსუსი“, ინტერნეტში აქვეყნებენ რუს და მსოფლიოს პოლიტიკოსებთან საუბრების ჩანაწერებს. 2016 წელს გაზეთი „გარდიანი“ განმარტავდა, რომ მათ მიერ მოწყობილი გამასხარავების წარმატებულობა დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან, თუმცა თავად პრანკერები ამას უარყოფდნენ.
• პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ საქართველოში 2023 წლის ბოლოს შეიქმნა, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. მამუკა ფიფია მანამდე გამოდიოდა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვებით; ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდა კურსკის ოლქში, 2023 წელს ის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაში.
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
Sunday 18 May 2025
radiotavisupleba - 25 days ago
რუსი პრანკერები: დავუკავშირდით საქართველოს ექსპრეზიდენტს... გარი კასპაროვის სახელით


ზელენსკი და უკრაინის პირველი ლედი რომის პაპ ლევ XIV-ს შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტი პირველი იყო, ვისაც ის უცხოელი ლიდერებიდან შეხვდა
- timer
რუსეთი უკრაინის ტრიტორიაზე ღამის საათებში აპირებს კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას RS-24 Yars ICBM-ს 11.000 კილომეტრის დაფარვით
- timer
ომი დიდხანს გაგრძელდება, კრემლი განზრახ აჭიანურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს – ISW-ის ექსპერტები
- timer
„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ - ზელენსკი რომის პაპს შეხვდა
- radiotavisupleba
ვატიკანის ცნობით, საინაუგურაციო მესის შემდეგ, რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრას გამართავს
- timer
უკრაინაში ევროპული შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხი გადადებულია - აცხადებს მერცი
- radiotavisupleba
ვატიკანი შესაძლოა გახდეს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მოედანი - მარკო რუბიო
- radiotavisupleba
პუტინს ორშაბათს დაველაპარაკები ტელეფონით, თემა სისხლისღვრის შეჩერება და ვაჭრობა იქნება – ტრამპი
- news.ge
პუტინს ორშაბათს დაველაპარაკები ტელეფონით, თემა სისხლისღვრის შეჩერება და ვაჭრობა იქნება - ტრამპი
- radiotavisupleba
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს
- timer
31 წლის კაცს ფუტსალის მატჩის შემდეგ პარკინგზე მეტოქე დახვდა და სცემა, ის ხელოვნურ კომაშია - ოჯახი
- radiotavisupleba
Кобахидзе: Власть до конца будет стоять на страже традиционных ценностей и национальных интересов
- apsny
პუტინმა გაამარტივა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება
- radiotavisupleba
„ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს“: პაპუაშვილმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა
- sputnik-georgia
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს
- sputnik-georgia
ცოტნე ივანიშვილი : ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ
- timer
„რუსულ პოლიტიკაზე საუბარი სასაცილო გახდა“, „მე ვარ რიგითი ახალგაზრდა“ - სანქცირებული მილიარდერი ივანიშვილის ვაჟი
- radiotavisupleba
„ოცნება“ აკანონებს სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას - SJC ეხმაურება 17 მაისს
- radiotavisupleba
Давиташвили поздравил представителей телекоммуникационной сферы с профессиональным праздником
- apsny
ყაველაშვილი: ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის
- sputnik-georgia
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე: როგორ აღინიშნება დღესასწაული საქართველოში - ვიდეო
- sputnik-georgia
Джо Уилсон: Я попросил главу МИД Сирии признать Абхазию и Южную Осетию суверенными территориями Грузии
- apsny
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მსვლელობა გაიმართება
- sputnik-georgia
სირიის საგარეო მინისტრს ვთხოვე, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - კონგრესმენი უილსონი
- radiotavisupleba
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა
- timer
რუსეთის დელეგაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც უკრაინა გაიყვანს შეიარაღებულ ძალებს ხერსონიდან, დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და მათზე კონტროლს რუსეთს გადასცემს
- timer
თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი MEGOBARI აქტის ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ უიკერსს შეხვდნენ
- timer
გიორგი გახარია – ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი
- timer
კლუნების ფონდი: მზიას საქმე გვახსენებს, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში
- timer
მზიას საქმე გვახსენებს საქართველოში პრესის მდგომარეობის სიმძიმეს - კლუნების ფონდი
- radiotavisupleba
ჯორჯია მელონი – სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებით ნათელი გახდა, თუ ვინ არ არის მზად მშვიდობისთვის
- timer
პაპუაშვილი: გერმანია საქართველოში აფინანსებს მათ, ვისაც თავიანთ ქვეყანაში კრძალავს
- sputnik-georgia
Wolt-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი შეთავაზება – ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ
- timer
„ნაციონალური მოძრაობა“ – 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა არა ჩვენს პარტიაზე, ან მიხეილ სააკაშვილზე, არამედ საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე
- timer
პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
- sputnik-georgia
ერთწლიანი პაუზის შემდეგ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში სამუშაო პროცესი განახლდა
- sputnik-georgia
რუსეთის დელეგაციამ დააგვიანა, მხარეებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს – საინტერესო დეტალები სტამბოლიდან
- timer
დეპუტატი: „ოცნების“ ეუთოს სესიაზე დასწრების აკრძალვის ინიციატივა მარცხისთვისაა განწირული
- sputnik-georgia
ძლიერი წვიმა, ქარი, სეტყვა: უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი
- sputnik-georgia
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ პირზე კრედიტის ლიმიტი 200 ათას ლარამდე გაიზარდა
- sputnik-georgia
Посол Германии: если хотите вступить в такую организацию как ЕС не стоит так плохо о ней говорить
- apsny
სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი - სამედიცინო ექსპერტი ირაკლი დგებუაძის შემოწმებაზე
- radiotavisupleba
„მოიზიდე და გაანადგურე“: დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
- sputnik-georgia
Экс-посол Грузии в Чехии: режим считает неприемлемым любого, кто служит национальным интересам
- apsny
თამარ კიკნაძე: ირაკლი კობახიძის წერილზე აშშ-ის პასუხით მივხვდებით, გადანაწილდა თუ არა გავლენის სფეროები რუსეთსა და ამერიკას შორის
- geworld
რეჟიმისთვის მიუღებელია, ყველა ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს - დიპლომატი, ვისი დათხოვნაც მოსთხოვეს პოლოლიკაშვილს
- radiotavisupleba
Грузия разрешила частичный проезд армянских грузовиков с алкоголем, но проблема остается - Папоян
- apsny
Джанелидзе: «Грузинская мечта» нанесла очередной тяжелый удар по имиджу страны на международной арене
- apsny
პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
- sputnik-georgia
16 მაისს ეროვნული ნაკრების ლეგენდები „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ
- sputnik-georgia
Пололикашвили: В «Мечте» была истерика по поводу того, что Тея Майсурадзе была принята на работу
- apsny
დადგენილია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული 108 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა
- radiotavisupleba
ედიშერ გვენეტაძე: ამერიკისგან მივიღებთ მრვალმნიშვნელოვან პასუხს _ ქალი გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით!
- geworld
ლევან გოგიჩაიშვილი: სოზარ სუბარი აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო, მისი მოსამსახურე იყო და დღეს იჭერს – უბრალოდ მინდა ვუთხრა: არ გრცხვენია? რას აკეთებ?
- news.ge
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
- news.ge
„ოცნების“ წყენა აქციებისას გადამდგარი ელჩის დასაქმების გამო, საამიროების „მეგა პროექტი“ თუ ბაჩიაშვილი - პოლოლიკაშვილი vs „ოცნება“
- radiotavisupleba
სავიოლა: საქართველოს ნაკრების წინსვლა პატარა ქვეყნებისთვის შესაძლოა სამაგალითო გახდეს
- sputnik-georgia