Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ნაცნობებთან - 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან. ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა.

Related news

Latest News
Hashtags:   

განზრახ

 | 

მკვლელობის

 | 

ფაქტზე

 | 

დაკავებულია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources