Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

დონალდ ტრამპი: წერილობით გავეცი პასუხები რობერტ მიულერის შეკითხვებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან წერილობით გასცა პასუხების პეციალური პროკურორის რობერტ მიულერის შეკითხვებს. 16 ნოემბერს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის „ძალიან იოლი“ იყო ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ამისათვის არ დახმარებია ადვოკატების დახმარება. ამასთან ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ როდის აპირებს პასუხების გაგზავნას მიულერისათვის, რომელიც იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს. ჟურნალისტებთან საუბარში, აშშ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიულერის მიერ დაწყებულ გამოძიებას მიიჩნევს „სამარცხვინოდ“. ტრამპი ამტკიცებს, რომ არ ყოფილა არანაირი შეთქმულება მის საარჩევნო კამპანიასა და იმ აგენტებს შორის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების სახელით მოქმედებდნენ. რობერტ მიულერმა გამოძიების პროცესში უკვე მიაღწია იმას, რომ ბრალი აღიარეს ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ ფლინმა და საარჩევნო კაპმანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა.

Related news

Latest News
Hashtags:   

დონალდ

 | 

ტრამპი

 | 

წერილობით

 | 

გავეცი

 | 

პასუხები

 | 

რობერტ

 | 

მიულერის

 | 

შეკითხვებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources