Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

გორის ცენტრალურ პარკში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

გორის კულტურის და დასვენების ცენტრალურ პარკში სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შემოსაზღვრულია პარკის შესასვლელის ტერიტორია. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოქმედებები უკავშირდება 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძის მონაწილეობით მიმდინარე ოპერაციას. 2004 წელს იაგო ნებიერიძე დააკავეს ფულის გამოძალვის ბრალდებით. მაშინ გორში 11 წლის ბიჭი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები ბიჭის ნეშტის ადგილმდებარეობის დასადგენად.

Related news

Latest News
Hashtags:   

გორის

 | 

ცენტრალურ

 | 

პარკში

 | 

საგამოძიებო

 | 

მოქმედებები

 | 

მიმდინარეობს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources